ევროკავშირის ანგარიში – ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს როგორც ძირითად პარტნიორს რეგიონში

“ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს როგორც ძირითად პარტნიორს რეგიონში”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში – “საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ”.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგული რჩება.

“საქართველო აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.
ევროკავშირი საქართველოს მიიჩნევს როგორც ძირითად პარტნიორს რეგიონში.
ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესისადმი. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ფორმატების აქტიურ მონაწილედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები