გარემოსდაცვითი ზედამხედველობის რეგიონული ინსპექტორებისთვის ქუთაისსა და ბათუმში ტრენინგები გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის რეგიონებში მომუშავე ინსპექტორებისთვის ქუთაისსა და ბათუმში ტრენინგები გაიმართა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტის ინფორმაციით, ტრენინგები საქართველოში ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის, ასევე ლაქებსა და საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის კუთხით დაგეგმილი ევროპული მოთხოვნების გაცნობას და მათი აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს ბენზინის შენახვა დისტრიბუციიდან და ლაქ-საღებავების გამოყენებიდან აონ-ების გაფრქვევების და მისგან წარმოქმნილი მიწისძირა ოზონის კონცენტრაციის შემცირებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომელთაც ინსპექტორებს გააცნეს აონ-ების გაფრქვევის შემცირების მიზნით დაგეგმილი მოთხოვნიების საკანონმდებლო საფუძვლები და ინსპექტირების საუკეთესო თანამედროვე ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.
მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დაწესებას, ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.
ტრენინგები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘’მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულების განხორციელების” ფარგლებში გაიმართა.