მევლუთ ჩავუშოღლუ: გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის შიშით, ნატოში საქართველოს შესვლის მხარდაჭერას ერიდებიან
თურქეთი ნატოში საქართველოს შესვლას მხარს მთლიანად უჭერს, მაშინ როდესაც გერმანია და საფრანგეთი ამ თემის გვერდის ავლას ამჯობინებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაეძაბოთ.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თურქეთი ნატოში საქართველოს შესვლის თემას მხარს ყოველთვის უჭერდა, მაშინ როდესაც გერმანია და საფრანგეთი რუსეთის უკმაყოფილების შიშით, ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ“, – განაცხაადა ჩავუშოღლუმ.