თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მანისის პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
პროვინციის გუბერნატორის, აჰმეთ დენიზის თქმით, ეპიცენტრი ქალაქ ქირკაგაჩასა და აქხისარს შორის იყო.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ აქხისარში რამდენიმე სახლი დაზიანდა.