თამარ ჩუგოშვილი: როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ მწვავე, მძიმე კომენტარები და შეფასებები გაჟღერდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს პარტნიორების მხრიდან შესაბამისი მძიმე და მწვავე შეფასებები მოჰყვა, საქართველოს ხელისუფლება კი ამ წუხილების შესასუსტებლად არაფერს აკეთებს, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ დამაზიანებელია:

“დისკუსიას გავყოფდი 2 ნაწილად, ერთი რაც შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემას, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან იყო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთებული და ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას და იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, რაზეც, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ მწვავე, მძიმე კომენტარები და შეფასებები გაჟღერდა.

ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ სხვადასხვა ფორმატებში სხვადასხვა გზით ამ წუხილების გამოთქმას და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც ამ წუხილებს შეასუსტებს, მე ეს მგონია საკმაოდ დამაზიანებელი,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები