ივანე მაჭავარიანი: გადაიხადონ გადასახადები და კიდევ უფრო უარესი რამ დამაბრალონ, არ არის პრობლემა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.

“ერთმნიშვნელოვნად ტყუილია. იციან ზუსტად ჩაიხედონ თავის გულებში. გამორიცხულია, რომ ამ ტყუილებს ავყვე. ეს ტყუილები იმაში სჭირდებათ, რომ ეს გადასახადები არ გადაიხადონ. გადაიხადონ გადასახადები და გააგრძელონ ეს ტყუილები, ან კიდევ უფრო უარესი რამ დამაბრალონ, არ არის პრობლემა”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

​ცნობისათვის, “ტვ პირველის” ხელმძღვანელმა, ინგა გრიგოლიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძე უხამსი რეპლიკით მოიხსენია.

​ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი წინამორბედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები