პროსტიტუცია თურქეთში – ქართველი ქალი დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა
თურქეთის ქალაქ ქარამანის პოლიციამ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ოთხი პირი დააკავა, რომლებიც ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ და ამ საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფით იყვნენ დაკავებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამი მამაკაცია და ერთი ქალი, საქართველოს მოქალაქე ფიქრია გ. რომელიც დაზარალებულის სტატუსით, თურქეთის სამიგრაციო სამმართველოში ჩვენების მისაცემად მიიყვანეს. გამოძიება გრძელდება.