ერეკლე კუხიანიძე: ისე გამრიცხეს გუნდიდან, ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა, მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს, აცხადებს, რომ მანდატის დათმობას არ აპირებს. ამის შესახებ კუხიანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვინც არის მოხვედრილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში, ვამბობ, რომ ეს ვნებს ქვეყანას. მანდატს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ იმიტომ, რომ ეს მომცემს საშუალებას ვებრძოლო ამ საშინელ ძალას.
გაგრძელდეს პროტესტი, ომი მიდის, ეს ამ ძალის პოლიტიკაა, რომ როგორმე დაასუსტოს „ოცნება“. სამწუხაროდ, გუნდი ვერ ახერხებს რაღაც-რაღაცების დალაგებას ისე, როგორც საჭიროა და ასე ბარტყებივით უყრის გუნდის წევრებს იმ 1000 კაცს, რომელიც დარბიან, ღრიალებენ.

ისე გამრიცხეს გუნდიდან, რომ ჩემთან კომუნიკაცია არ ყოფილა. პირდაპირ გამოცხადდა ისე, რომ არცერთი მაღალი რანგის წევრი არ შემხვედრია. თუმცა, მქონდა ძალიან სერიოზული სიმაღლეებიდან ზარი და იმის თქმა, რომ მხარს მიჭერენ პრინციპულად, ჩემ მხარეს არიან, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის”, – განაცხადა კუხიანიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს, თუ არა საკუთარ განცხადებებს იმ შედეგის შემდეგ, რაც მას მოჰყვა, კუხიანიძემ განაცხადა, რომ “შეცდომა იყო თუ არა, ამას განსჯის დრო”.

“ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ და გამონახოთ საერთო ენა. არ გააკეთოთ არაფერი ისეთი, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას, ეს არის აქსიომა. ნებისმიერი ქმედება, ნებსით თუ უნებლიედ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, აზიანებს ქვეყანას. მე მგონი, ამაზე ვერც ერთი მხარე ვერ შემომედავება.

როდესაც შენ მუდმივად ვიღაცას ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება და მსჯელობა შესაძლებელი იქნება.
როდესაც შენი ქმედება იწვევს დაძაბულობას და ვიღაცა ამას, თუნდაც ოჯახი, იყენებს იმისთვის, რომ შეუტიოს მთავრობას, მე ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და სამართლიანი. ამას ვამბობ, უბრალოდ, ეს ვთქვი ძალიან უხეშად.

მუდმივად იმ რეჟიმში ვიყოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია? და ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არა, დიდი ხანია სულ სხვანაირად იქნებოდა სიტუაცია და სად ვიქნებოდით არ ვიცით?”, – განაცხადა კუხიანიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები