თეა წულუკიანი: კერძო სკოლები იმავე ტიპის მოთხოვნებს უნდა დაექვემდებარონ რა მოთხოვნებსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან, თუნდაც მკაცრ რეგულაციებს

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომ არის კერძო ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი განცალკევებული და განყენებული სამყარო არიან და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასკვნები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გააკეთოს.

“მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ უფრო მეტი დაკვირვებაც და ყურადღებაც. ერთი არის გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც მსგავსი საკითხების გამოძიების მიზნით შეიქმნა, როგორც იცით, კანონით და ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური რეფორმა და მეც ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი და პასუხისგებაში მისაცემი პირების, მაგრამ რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენ ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.

მეორე მიმართულება ეხება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას. განათლების მინისტრის თქმით, იქნება სამოქმედო გეგმა და ხედვა. ერთადერთი რასაც, დღეს, ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ და მივესალმოთ სამომავლო გეგმაში არის ის, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს რა მოთხოვნებსაც საჯარო სკოლები ექვემდებარებიან. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომ არის კერძო ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები