კობა გვენეტაძე: საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარება საწყის სტადიაზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსაზრებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება საწყის სტადიაზეა.

გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ მოსაზრება, თითქოს ქართული ბაზარი პატარაა და ამიტომ აქ კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება, მცდარია.

„არსებული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებას მომავალი აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების და კორპორაციული ქაღალდების გამოშვება 5-ჯერ არის გაზრდილი, რაც არაა ცუდი მაჩვენებელი. წელი რომ შევაჯამოთ, საკმაოდ წარმატებული იყო. მეტმა კომპანიამ გამოუშვა ფასიანი ქაღალდები“, – აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, საბანკო სექტორთან შედარებით კაპიტალის ბაზარი საქართველოში ნაკლებად განვითარებულია, თუმცა პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები