ირაკლი გოგავა: “ოცნების” ფანი არ ვარ, მაგრამ ჭეშმარიტების ფანი ნამდვილად ვარ
“პოლიტიკური გემოვნების საქმეა, თუ ვის როგორი მოეჩვენება ესა თუ ის აქცია: მეჩხერი, მჭიდრო თუ ზემჭიდრო”, – ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, reuter-ის ქართველ კორესპონდენტს, მარგარიტა ანთიძეს, “ნაციონალების” წინა აქცია ზემჭიდროდ მოეჩვენა და გადასცა ინფორმაცია, რომ 20,000 ადამიანი ესწრებოდა ნაცვლად 5500-ისა.
”თავისუფლების მოედანი და მიმდებარე გზაჯვარედინები დაახლოებით 23,700 კვადრატული მეტრია. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ “ჰერბერტ ჯაკობსის ფორმულით” ითვლება, რომ მეჩხერ მიტინგზე 1კვ.მ-ზე 1 კაცი დგება, მჭიდრო მიტინგზე 2 კაცი, ზემჭიდრო მიტინგზე, 3-4 კაცი. პრაქტიკა გვაჩვენებს, პოლიტიკური გემოვნების საქმეა, თუ ვის როგორი მოეჩვენება ესა თუ ის აქცია: მეჩხერი, მჭიდრო თუ ზემჭიდრო. მაგალითისთვის: reuter-ის ქართველ კორესპონდენტს Margarita Antidze -ს ნაციონალების წინა აქცია ზემჭიდროდ მოეჩვენა და გადასცა ინფორმაცია, რომ 20,000 ადამიანი ესწრებოდა ნაცვლად 5500-ისა. საინტერესოა, რას გადასცემს ან საერთოდ თუ გადასცემს ქ-ნ Margarita Antidze დღევანდელ აქციას. “ოცნების” ფანი არ ვარ, მაგრამ ჭეშმარიტების ფანი ნამდვილად ვარ”, – წერს ირაკლი გოგავა.