ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი, რაც აქციის მონაწილეებმა არ შეასრულეს და მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ვრცელდება წუხანდელი გაფრთხილების ვიდეოკადრები, სადაც პოლიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მონაწილეებმა პარლამენტის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც მოხდა სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეთა დაშლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები