თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის მერე გარდაიცვალა.
ამასთან, “კვირას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული კლინიკა “პანაცეაშია” გადაყვანილი, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.