ლევან კობერიძე: გახარიას გაპრემიერების შემდგომ პარტიაში არსებულ ჯგუფებში დაპირისპირება მწვავდება

გახარიას გაპრემიერების შემდგომ პარტიაში არსებულ ჯგუფებში დაპირისპირება მწვავდება, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

“გახარიას გაპრემიერების შემდგომ პარტიაში არსებულ ჯგუფებში დაპირისპირება მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახერხებდა გუნდის ერთიანობის შენარჩუნებას, დღეს კი ეს შეუძლებელია, მით უფრო, რომ ახლოვდება არჩევნები. “ოცნება” არასდროს ყოფილა მონოლითური პარტია, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი ყოველთვის არსებობდა და დღეს დაპირისპირება გამწვავდა. სიაში ყველა თავის ადგილს ეძებს, – განმარტავს კობერიძე.

მისივე თქმით, “ოცნება” საზოგადოებისთვის ნეგატიურ და დაბალი რეიტინგის მქონე წევრებს იშორებს”.

“ოცნება” საზოგადოებისთვის ნეგატიურ და დაბალი რეიტინგის მქონე წევრებს იშორებს. ვანო ზარდიაშვილი არასდროს მალავდა თავის კავშირებს სასამართლოს კლანთან. მისი ყველა ქმედება გუნდში იყო შეთანხმებული. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. მე ამას საარჩევნო პროცესს ვუკავშირებ.

იბრძვიან საკუთარი ძალაუფლებისთვის, რომ ივანიშვილის კარზე გავლენა მოიპოვონ, ამასობაში კი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები ქვეყანაზე აისახება. დღეს, ხელისუფლებას სინამდვილეში “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” მართავენ. “ოცნებამ” სრულიად შეითვისა “ნაცმოძრაობის” მმართველობითი სისტემები, სრულიად გადმოიბირა სააკაშვილის და ადეიშვილის მოსამართლეები”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები