ლალი ტურძელაძე – თორნიკე რიჟვაძეზე: მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ტურძელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საიბრისას.
ცნობისთვის, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
აღნიშნულ საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.