წითელ ზღვაში, ბერძნულ გემზე „ჰუსიტების“ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
„ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში ბერძნული გემის ჩაძირვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 15 პირი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა წყლიდან ეკიპაჟის 6 წევრი ამოიყვანეს.
სატვირთო გემ Eternity C-ზე 25 ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 7 ივლისს, შუადღისას საზღვაო უპილოტო აპარატებით და რაკეტებით განხორციელდა, რომლებიც სწრაფმავალი ნავებიდან „ჰუსიტი“ მებრძოლების მიერ იყო ნასროლი.