კრემლი ტრამპის მკაცრ განცხადებებს პუტინის წინააღმდეგ მშვიდად იღებს
კრემლი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრ განცხადებებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შესახებ მშვიდად აღიქვამს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდად ვართ. პირველ რიგში, ტრამპს ზოგადად საკმაოდ მკაცრი სტილი აქვს გამოყენებული ფრაზების კუთხით”, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა.