საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. გეკა გელაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ივნისის თვეში შედგა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე მის სომეხ კოლეგასთან და გამოხატა მადლიერება სომხური მხარის მიმართ დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები