NDI -როგორც სოციოლოგიური მანიპულაციის ლაბორატორია – ვალერიან გორგილაძე
NDI- ს საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოში უკვე მრავალი წელია ატარებს. თუმცა ყოველ ჯერზე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კველევბის მიმართ პოლიტიკურ ველსა, თუ საზოგადოებაში კამათი და უნდობლობა არ წყდება.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ კითხვები აქვთ სოციოლოგებს და ანალიტიკოსებს. NDI-ს აქართველოში საქმიანობისა და დღეს გამოქვეყნებული კვლევების შესახებ სოციოლოგს, ანალიტიკოსს, ვაკა გორგილაძეს ვესაუბრეთ.
ბატონო ვაკა, სანამ უშუალოდ, NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზზე ვისაუბრებთ, საინტერესოა თქვენი შეფასება უშუალოდ, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რომლის მიმათ გარკვეულ ჯგუფებს: პოლიტიკოსებს, ანალიტიკოსებს, სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ..
უპირველეს ყოვლისა, ისევ, ტრადიციული მანტრასავით, მინდა ვთქვა, რასაც წლების განმავლობაში ვამბობ და ამ შემთხვევაში, ბევრი სოციოლოგი ამ აზრს იზიარებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს უცხოური ფონდების მიერ ეროვნული კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგების პრეზენტირება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის ეგიდითაც არ უნდა ტარდებოდეს, საქართველო რჩება ევროპაში ერთადერთ ქვეყნად, სადაც ეროვნულ სოციოლოგიურ კვლევებს და შესაბამისად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს უცხოური ფონდები ადგენენ. ბოლოს და ბოლოს, ეს, ეროვნული ღირსების და თავმოყვარეობის საკითხია.
მეორე, მე არასდროს ვმალავდი და კვლავ ვაფიქსირებ ჩემს სკეპტიკურ დამოკიდებულებას NDI –ის და IRI-ის კვლევების მიმართ.
კონკრეტულად, რა არის თქვენი სკეპტიციზმის მიზეზი?
საერთოდ, როდესაც ვმსჯელობთ NDI მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე, ჩვენ უნდა გავიცნობიეროთ რომ ძირითადად, გვიწევს საუბარი 1) მოსახლეობის სინამდვილის პერცეპციაზე, (სოციალურ აღქმაზე) და არა, დადგენილ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკური ფაქტზე და 2) NDI ხარვეზებზე და მეთოდოლოგიურ შეცდომებზე.
მაგალითად, ის ფაქტი, რომ NDI- ის 2012 წლის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თურმე მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მიაჩნდა ქვეყნის განვითარება და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი, ლამის სამჯერ აღემატებოდა „ქართული ოცნების“ რეიტინგს, არის უხეში ხარვეზი და შეცდომა (არ მინდა ამ შემთხვევაში უფრო მძიმე რამ ვიფიქრო).
NDI, ივლისის კვლევის შედეგების მეშვეობით გვიცხადებს, რომ (ციტატა)- „ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.“ აქვე მოცემულია გრაფიკი, რომელიც დინამიკაში ასახავს ამ ტრენდის ცვლილებებს და განვითარებას. გრაფიკიდან ჩანს, რომ 2012 წელს აგვისტო -სექტემბერში მოსახლეობის 50% მეტს მიაჩნდა, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც ჩანს, მოსახლეობის უმრავლესობა იმდენად დარწმუნებული იყო ქვეყნის სწორ განვითარებაში, რომ ხმა მისცა იმ დროს ოპოზიციაში მყოფ „ოცნებას“ და არა, ნაციონალურ მოძრაობას.
ამასთან ერთად, როდესაც NDI, საკუთარ, ამა წლის ივლისის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გვეუბნება, რომ საქართველოში ვითარების ზოგადი შეფასების დროს არსებობს მჭიდრო კავშირი (კორელაცია) ლარის დევალვაციასთან და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეკონომიკას ცუდად აფასებს, აქ გვაქვს საქმე მოსახლეობის აღქმასთან და არავითარ შემთხვევაში რეალურ ფაქტებთან. ვინაიდან, ნებისმიერი ადეკვატური ეკონომისტი გეტყვით, რომ გარკვეულ ვითარებაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია კი არ აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მის ზრდას. NDI -ს რომ მსგავსი კითხვა დაესვა მეღვინეებისთვის, ან ნებისმიერისთვის, ვინც ექსპორტორიენტირებულ საწარმოს ფლობს, გაიგებდა, რომ ლარის დევალვაცია, ამ შემთხვევაში და ამ ნიშნულით, ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ამასთან ერთად, ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ, ივლისის თვეში დაფიქსირდა წლების განმავლობაში რეკორდული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – მშპ 6% -იანი ზრდა. ანუ, მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობაში გულისხმობს საკუთარ სოციალურ თვითშეგრძნებას, ხოლო NDI, ნებსით თუ უნებლიეთ, გვთავაზობს ამ პერცეპციას, როგორც ეკონომიკურ ფაქტს, რომელიც თავის მხრივ იზომება ობიექტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, მშპ – ს ეკონომიკური ზრდის კოეფიცენტით, ინფლაციით და ა.შ.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემები ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ შეცვლილა. რომ დავაზუსტოთ, ამ მოცემულობით საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ისევ უმუშევრობა, სიძვირე და სიღარიბე აწუხებს. ფიქრობთ, რომ ეს მოცემულობა რეალობასთან ახლოს არ არის და NDI მიზანმიმართულად არღვევს გარკვეულ სტანდარტებს? შეგიძ₾იათ, კონკრეტული მაგალითი დაგვისახელოთ?
ამ და სხვა შემთხვევაშიც NDI – მიერ აღმოჩენილი პერცეპცია და მეთოდოლოგიური ხარვეზი ხშირად იქცევა დეზინფორმაციად, რომლის გავრცელებასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, NDI თავად უწობს ხელს.
მაგალითად, NDI ინტერესდება, რამდენად ენდობა რესპონდენტი საპენსიო ფონდს? მეორე კითხვაში კი NDI-ს მკვლევარებს აინტერესებთ, თუ რამდენი რესპონდენტი/მოსახლე არის ჩართული საპენსიო პროგრამაში. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ კითხვის ფორმულირება შეიცავს შეცდომას და მეთოდოლოგიურ ხარვეზს. ვინაიდან, 1) არ არსებობს საქართველოს საპენსიო ფონდი, არამედ არსებობს საპენსიო სააგენტო. მეორე, საპენსიო პროგრამაში ჩართვა, ბევრი რესპონდენტისთვის, სათანადო განმარტების გარეშე, გაიგივებული იქნებოდა სახელმწიფო სოციალურ პენსიასთან და არა ახლად შექმნილ დაგროვებითი საპენსიო სისტმასთან. გარდა ამისა, გაუგებარია რატომ იძლევა NDI არაფრისმთქმელ განაწილებას ასაკის მიხედვით საპენსიო სისტემაში ჩართული რესპონდენტებისა, როდესაც ბევრად უფრო რელევანტური იქნებოდა გრაფიკის გამოქვეყნება საპენსიო დაგროვებითი სისტემაში ჩართული დასაქმებული მოსახლეობის შორის. ხომ ბუნებრივია, რომ საპენსიო სისტემაში წევრიანდება მხოლოდ დასაქმებული და უმუშევარს საპენსიო სისტემაში ჩართულობის თეორიული შესაძლებობაც კი არ გააჩნია. ამდენად, მოსახლეობის პასუხად (კვლევის რეპრეზენტატულობის გათვალისწინებით) ვიღებთ გაუგებარ მონაცემებს, ხოლო ფაქტი კი არის ის, რომ საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის 90% მეტი, ჩართულია დაგროვებით საპენსიო სისტემაში. რასაც ვერანაირად ვერ ამოიკითხავ NDI-ს კვლევის შედეგებიდან.
NDi -ის – გამოკითხევბში საზოგადოების მხარდჭრთა რიცხვი, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, უმნიშვნელოდ იცვლება. ამჯერადაც, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 78% უჭერს, NATO-ს წევრობას – 71% , თუმცა რესპონდენტების 41% კი საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითად აფასებს. რასთან გვქვს საქმე. ამ შემთხვევაში?
NDI-ს ამჟამინდელ კვლევაში მკაფიოდ გამოვლინდა წინააღმდეგობრივი თეორია. თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ NDI იკვლევს პერცეპციას, ანუ სოციალურ აღქმას, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ახდენს ამ აღქმების ფორმირებას. კვლევის გარეშეც შეგვიძლია დარწმუნებით იმის თქმა, რომ მოსახლეობის ცნობიერების ფორმირებაზე ჩვენში დიდ გავლენას ახდენს ეკლესია, პოლიტიკური პარტიები, არასამთავროო სექტორი, ექსპერტები და მედიასაშუალებები. ამდენად, კითხვაზე, რომელიც ტრადიციულად და რეგულარულად ხვდება NDI-ს და IRI-ს კითხვარში – ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ – ეს ორი ორგანიზაცია ტრადიციულად იღებს სტაბილური მხარდაჭერის ნიშნულს 70-78% ფარგლებში. 25 წლის განმავლობაში მედიის მეშვეობით ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვათა შეთანხმება -ევროატლანტიკური სივრცე, ნატო – უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ, როდესაც კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დაშლას, ჩვენ ვიღებთ რესპონდენტების/მოსახლეობის 41% რომელიც უარყოფითად აფასებს საბჭოეთის დაშლას. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ხომ არ იმეორებს მოსახლეობა თეზისს- ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ, როგორც სტერეოტიპულ, მექანიკურ, უშინაარსო მანტრას, რომლის შთაგონებით, უკვე 25 წლის განმავლობაში არის დაკავებული საქართველოს პოლიტიკური კლასი და საზოგადოებრივი რეფერენტული ჯგუფები, არსებითად კი, ქართული ისტებლიშმნეტი? და როგორ თავსდება 71% ან 78% ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერა იმ პრეფერენციასთან, რომელსაც რესპონდენტების 41% ავლენს საბჭოთა კავშირის მიმართ. აქედან დასკვნა: NDI და IRI მეთოდოლოგიური ხარვეზებით და შეცდომებით იკვლევენ სოციალურ აღქმას და არა სოციალურ ფაქტებს; NDI და IRI, ნებსით თუ უნებლიეთ, კვლევითი ანგარიშიდან მიღებულ სოციალურ აღქმას პრეზენტაცირის და დისტრიბუციის მეშვეობით ასაღებენ, როგორც სოციალურ ფაქტებს. NDI და IRI, ნებსით თუ უნებლიეთ, სოციალური აღქმის სოციალურ ფაქტად გასაღებით, ახდენს მოსახლეობის დეზინფორმირებას და სოციალური სინამდვილის დამახინჯებას.
წყარო : http://unipress.ge