ევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივებს

ევროკავშირის ელჩები რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის სანქციები უნდა განახლდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ბრიუსელში 27 წევრი ქვეყნის ელჩის ერთსულოვანი კენჭისყრით. განახლების ბოლო ვადა 15 მარტი იყო და სანქციები ახლა 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

უნგრეთი, რომელიც ინარჩუნებს მეგობრულ კავშირებს მოსკოვთან, მიუხედავად უკრაინის ომისა, დაემუქრა განახლების დაბლოკვით, თუ გარკვეული პირები არ მოიხსნებოდნენ სიიდან. საბოლოო ჯამში, სიიდან 4 პირი ამოიღეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ  სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა.

შეგახსენებთ, ევროკავშირს რუსეთის სანქციების სიაში 2400-ზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები