დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის რომ ესენი ამ შენობას ყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია
„ნაციონალური მოძრაობის“ ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის, რომ ესენი ამ შენობას ყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ სათავო ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალიზმს აფინანსებენ დღეს შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან.
„რადიკალებს ძალიან აქტიურად აფინანსებდნენ უცხოეთიდან, აფინანსებდნენ ის დიდი ორგანიზაციები დღეს, რომ დიდი პრობლემა აქვთ, თვითონ ამ ორგანიზაციების ქვეყანაში – აშშ-ში, USAID-ს ვგულისხმობ, NED-ს ვგულისხმობ და თუკი რომელიმე რადიკალური პარტია იქნება ეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმიანობას ვეღარ ახორციელებს და სჭირდება დამატებითი სახსრები, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ ყველაფრის არის ის, რომ მათ ეს დაფინანსების წყაროები შეეზღუდათ. რატომ შეეზღუდათ? იმიტომ შეეზღუდათ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალიზმს აფინანსებენ დღეს არიან შეჭირვებულ მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის, რომ ესენი ამ შენობას ყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.