“ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფადი ასლისნაირი ჯაყოები თავზე დავისვათ”
ფადი ასლი, ეს არაბი ჯაყო, ივანიშვილს რომ ეუბნება – დიქტატურის გზას ადგახარო, მაშინ რატო არ იღებდა ხმას, როცა საქართველოში მართლაც დიქტატურა იყო და სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესმენებს ცოცხლად ატყავებდა -ამის შესახებ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ვახტანგ ბეგიაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
ის ბიზნესმენ ფადი ასლის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს.
“გაუგონარი ცინიზმია, როცა ბანანების გამყიდველი ფადი ბიძინა ივანიშვილის დონის ბიზნესმენს და მეცენატს მორალს უკითხავს! ფადი ასლი, ეს არაბი ჯაყო, ივანიშვილს რომ ეუბნება – დიქტატურის გზას ადგახარო, მაშინ რატო არ იღებდა ხმას, როცა საქართველოში მართლაც დიქტატურა იყო და სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესმენებს ცოცხლად ატყავებდა?! ჩემს ძმას დავით ბეგიაშვილსა და ასობით ბიზნესმენს ყველაფერი რომ წაართვეს, ღამის სამ საათზე მიჰყავდათ ნოტარიუსთან და ქონებას ათმობინებდნენ, მაშინ სად იყო ფადი ასლი, ახლა რომ გვევლინება ბიზნესის გულშემატკივრად?! ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფადი ასლისნაირი ჯაყოები თავზე დავისვათ. ყველამ თავისი ადგილი იცოდეს და ნოტაციების კითხვას თავი დაანებონ!” – აცხადებს ვახტანგ ბეგიაშვილი.