“ადამიანური ურთიერთობების დონეზე ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი აღარ არსებობდა, რაც ერგნეთის ბაზრობის დამსახურება იყო, ეს პოზიტივი სააკაშვილმა ოქრუაშვილის ხელით დაანგრია”

სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან დიდი დანაშაული თუ არა, მინიმუმ დიდი შეცდომა იყო ერგნეთის ბაზრობის გაუქმება, – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
როგორც არეშიძე აღნიშნავს, ადამიანური ურთიერთობების დონეზე ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი აღარ არსებობდა, რაც მისი თქმით, სწორედ ერგნეთის ბაზრობის დამსახურება იყო.
“სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან დიდი დანაშაული თუ არა, მინიმუმ დიდი შეცდომა იყო ერგნეთის ბაზრობის გაუქმება. მართალია, ეს ბაზრობა საქართველოს ეკონომიკას დარტყმას აყენებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდ პოზიტიურ საქმესაც აკეთებდა და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ალაგებდა. შეიძლება ითქვას, ადამიანური ურთიერთობების დონეზე ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტი აღარ არსებობდა, რაც სწორედ ერგნეთის ბაზრობის დამსახურება იყო, მაგრამ ეს უდიდესი პოზიტივი სააკაშვილმა ოქრუაშვილის ხელით დაანგრია”, -განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები