ქუთაისში 42 წლის მარინა გოგაბერიშვილი მდინარეში გადახტა
ქუთაისში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ მაღლაკის მკვიდრი 42 წლის მარინა გოგაბერიშვილი მდინარე რიონში გადახტა. როგორც „კვირას“ იმერეთის რეგიონალური საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა მამუკა წიკორიძემ განუცხადა, მდინარიდან ახალგაზრდა ქალის ამოყვანა მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს. მისივე ინფორმაციით, მარინა გოგაბერიშვილი პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფება. წიკორიძის განცხადებით, თვითმკვლელობის მიზეზი მისი შვილის ჯანმრთლობის მდგომარეობა გახდა.
„ჩვენმა სამაშველომ ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადავიყვანეთ.
42 წლის მარინა გოგაბერიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა“, – განაცხადა მამუკა წიკორიძემ.