პეტრე მამრაძე: გახარია ძლიერი და საჭირო ადამიანია თავისი მსჯელობითა და სიტყვა-პასუხით, ამიტომ “ნაცისტებისთვის” ყელში გაჩხერილი ძვალია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე გაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, მათ შორის – შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნაზე პასუხობს.
„გახარია არავითარ შემთხვევაში უნდა გადადგეს, გარდა ერთი შემთხვევისა – თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ გახარია პოლიციელებს ავალებდა, აბა, თვალში გაარტყით როგორმე; აბა, ჟურნალისტებს ზურგში ესროლეთ, ან ძალას გადაამეტეთო; მაშინ უნდა გადადგეს. დარწმუნებული ვარ, გახარია ასეთ ბრძანებებს არ იძლეოდა. ასევე, თუ დამტკიცდა, რომ გახარია დამნაშავე სპეცრაზმელებს ხელს აფარებს, მაშინ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არ ხდება”.
პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნით ძალოვანი მინისტრის წასვლა ყოველთვის წონადი რამ არის, თუმცა, ამავდროულად, გახარია „ოცნების” ლიდერებს შორის მეტ-ნაკლებად ხალხში პოპულარული სახე და მეტ-ნაკლებად ისეთი ფიგურაა, რომელსაც პატივს სცემენ.
„გახარია აღმოჩნდა ის ახალი სახე, რომელმაც თავისი ქცევით, თავისი მსჯელობითა და სიტყვა-პასუხით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მოიპოვა პოპულარობა. ძლიერი და საჭირო ადამიანი ჩანს. ნაცისტებისთვის გახარია ყელში გაჩხერილი ძვალია”, – ამბობს მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები