ლევან კირკიტაძე გარდაიცვალა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე გარდაიცვალა. როგორც “ქუთაისითუდეიმ” გაარკვია, ლევან კირკიტაძე c ჰეპატიტით იყო დაავდადებული. იგი წლების განმავლობაში მკურნალობდა. ცნობისთვის, ლევან კირკიტაძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შევიდა. ის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოხვდა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მანამდე, ლევან კირკიტაძე ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუატატის, აკაკი ბობიხიძის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ლევან კირკიტაძე წლების განმავლობაში ქუთაისის საკრებულოოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, მოგვიანებით “ნაცმოძრაობა” დატოვა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რიგებს შეუერთდა. ამჯერად კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.