ელიზბარ ჯაველიძე: ვინც კი დედას დაუწყევლია, ყველა ირაკლი ღარიბაშვილს დაეტაკა

„ირაკლი ღარიბაშვილი ნაცების „სამკურნალოდ“ დაბრუნდა“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
ელიზბარ ჯაველიძე გამოცემასთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პატრიოტია და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მასავით ერთგული ადამიანი არ ჰყავს.
„ირაკლი ღარიბაშვილი ნაცების „სამკურნალოდ“ დაბრუნდა. ესენი არიან ფაშისტებზე უარესები, რომლებიც არათუ პარლამენტში არ უნდა იყვნენ, არამედ, ქართულ მიწაზეც არ უნდა გააჭაჭანო! პირდაპირ ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს: ბატონო ბიძინა, ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული კაცი თქვენ გვერდით არავინ არაა, ვიცი, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, საიდან არ უჩიჩხინებდნენ ირაკლის, რომ პარტია შეექმნა და შემოსულიყო პოლიტიკაში, მაგრამ მან ბოლომდე უერთგულა ივანიშვილს, რადგან კარგად იცის მისი ფასი საქართველოსთვის. ახლა შეადარეთ ირაკლი ღარიბაშვილის ეს საქციელი და კაცობა, სხვების საქციელს. ნახეთ რას კადრულობენ ისინი, ვინც „ქართულ ოცნებაში“ იყო და შემდეგ იქიდან წამოვიდა! ესენი საქართველოზე კი არა, პირად ამბიციებზე და კეთილდღეობაზე ფიქრობენ!
მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნება“ უნდა გაწმინდოს ნაცებისგან და სოროსელებისგან და გვერდით ეროვნული ხალხი უნდა შემოიკრიბოს! სხვა გამოსავალი არ არის ჯამბაზი სააკაშვილისა და მისი ბანდის ადგილი საქართველოში არ არის!
ისე დააკვირდით, ძალიან ნიშანდობლივია, ვინც კი დედას დაუწყევლია, ყველა ირაკლი ღარიბაშვილს დაეტაკა“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები