ალექსანდრე ჭიკაიძე: სასჯელაღსრულებაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძს შეფასებით, სასჯელაღსრულების სისტემაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ჭიკაიძის განცხადებით, ეს სოზარ სუბარის დამსახურებაა.
კითხვაზე, დიმიტრი დარბაისელის წასვლით მოიხსნა თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული პრობლემა, ჭიკაიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხში კომპეტენტური არ არის.
“მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საკითხში, რა ხდება სამინისტროში მე არ ვიცი. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებაში არის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა. ეს ბატონი სოზარის დამსახურებაა თავის გუნდთან ერთად, ვინც ეს მოახერხა, დანარჩენში გარკვეული არ ვარ”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები