ალექსი პეტრიაშვილი: დამოუკიდებლობას სჭირდება განმტკიცება, მოვლა, გაძლიერება და ზრუნვა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა რუსთაველის გამზირზე ყოფნისას განაცხადა, საქართველოს მთავრობაც ხალხთან ერთად აღნიშნავს ამ უდიდეს მონაპოვარს, დამოუკიდებლობას, რომელსაც სჭირდება განმტკიცება, მოვლა, გაძლიერება და ზრუნვა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილია ახალგაზრდების ნამუშევრები, თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს მომავალს ევროკავშირში, ევროპასა და ნატოში. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს სტენდზე ასევე წარმოდგენილია საინტერესო ბროშურები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანურ ენებზე, სადაც საუბარია იმ კეთილდღეობის შესახებ, რომელიც მოაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, უსაფრთხოებას ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები