26 მაისს ჯარსა და საზოგადოებას სიტყვით პრემიერი მიმართავს

26 მაისს ჯარსა და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა, ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტიც იქნება ჩართული.
„26 მაისს იგეგმება ღონისძიებები. ბუნებრივია, იქნება სამხედრო კომპონენტი. ფიცს მიიღებს უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი. ჯარს და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი მიმართავს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები