ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ იხრებოდა კობახიძის მხარეს და ვინც ეს თქვა, ცრუობს

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმ ორდღიანი შეხვედრის დროს ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის შესაჩერებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, უმრავლესობის სხდომის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
“ამ შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე ვთქვი სათქმელი მწვავედ და პირდაპირ. არავის ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, მე კი მქონდა კითხვები. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმ ორდღიანი შეხვედრის დროს ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის შესაჩერებლად. ნამდვილად არ იხრებოდა კობახიძის მხარეს და ვინც ეს თქვა, ცრუობს. პარტიის თავმჯდომარეს სურს შეინარჩუნოს ერთიანობა და ის ყველას მოსაზრებას ისმენდა. ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია ღირებულებებისა და მორალური ფასეულობების შენარჩუნებით. თუ ეს მოხერხდება, ყველაფერი დალაგდება, სხვაგვარად ერთიანობა ვერ წარმომიდგენია”, – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები