“მარგველაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებს ერთპიროვნულად წარადგენდა და არავინ გამოთქვამდა პროტესტს, რომ უკონკურსოდ ინიშნებოდნენ”

მარგველაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებს ერთპიროვნულად წარადგენდა და არავინ გამოთქვამდა პროტესტს, რომ უკონკურსოდ ინიშნებოდნენ – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მეთოფიშვილისთვის გაუგებარია, რატომ დუმდნენ მაშინ არასამთავრობოები და პოლიტიკოსები.
“ეს არასამთავრობოები და პოლიტიკოსები რატომ იყვნენ ჩუმად მაშინ, როდესაც მარგველაშვილი წარადგენდა ამ მოსამართლეებს. ჩაატარებდა ბრიფინგს. დაიყენებდა გვერდზე ამ ხალხს და კაციშვილი ხმას არ იღებდა. ახლა კი, როდესაც ამას კონსტიტუციური ორგანო, იუსტიციის 15-კაციანი საბჭო აკეთებს, რატომღაც ხმა ამოიღეს. რატომ არ აპროტესტებდნენ მაშინ, როდესაც მარგველაშვილი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა, რატომ არ უკირკიტებდნენ კრიტერიუმს, თუ რა ნიშნით შეარჩია ესა თუ ის კანდიდატი მარგველაშვილმა?… ანა დოლიძე თვითონ მარგველაშვილმა წარადგინა და რა გააპროტესტა? მარგველაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებს ერთპიროვნულად წარადგენდა და არავინ გამოთქვამდა პროტესტს, რომ უკონკურსოდ ინიშნებოდნენ. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოში წარადგინეს კანდიდატი და რატომ არ თქვეს, კონკურსი ჩატარდესო? იქნებ მეც მინდოდა მონაწილეობა? რატომ ატყდა ახლა ერთი ამბავი, როცა საბჭოს მიეცა ამის უფლება? ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმაა. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა მარგველაშვილი, ჩვენ კი ვიღებდით ობიექტურ გადაწყვეტილებას. ეს პოლიტიკური განცხადებები კი არა, დაცვაა, რაც მევალება როგორც საბჭოს წევრს. როდესაც თავს გვესხმიან, მაშინ ვაკეთებ საპასუხო განცხადებას”, – აცხადებს მეთოფიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები