ქართველი ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ისრაელის სადეპორტაციოში გადაიყვანეს

ისრაელში ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე არ შეუშვეს. დედ-მამა: ირაკლი დუშმანაშვილი და თეონა ნასყიდაშვილი 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ყოველგვარი განმარტების გარეშე სადეპორტაციო საკანში მოათავსეს. მათ უთხრეს მხოლოდ ის, რომ იზოლატორში ყოფნა მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოუწევთ.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ცნობილი ხდება, რომ აეროპორტში მათ ელოდებოდათ ისრაელის მოქალაქე, რომელთანაც სტუმრად მოდიოდნენ. მას ქართველების უკან დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული.
ირაკლი დუშმანაშვილი ისრაელში 3 წლის წინაც იმყოფებოდა. მასს სავიზო დარღვევა არ აქვს. ირაკლი დუშმანაშვილი სასულიერო აკადემიის სტუდენტია და იერუსალიმში ოჯახით მოსალოცად მოდიოდა.
ინფორმაცია “პრაიმტაიმს” ისრაელში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა.

ავტორი: თაკო ტომარაძე

წყარო : primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები