ეკა ბესელია: თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ

დავრჩები თუ არა გუნდში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა გაზაფხულზე მოსამართლეების საკითხზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტის კითხვაზე: “საზოგადოება ელოდა, რომ პრესკონფერენციაზე რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდით, რატომ გადაწყვიტეთ გაჩუმება?” – ბესელია შემდეგნაირად პასუხობს:
“ბოლო პრესკონფერენციაზე ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე ვისაუბრე…
თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და როგორც ქართველი, მადლიერი ვარ. ამის დაუნახაობა უმადურობა იქნება”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები