თელავში ავარიას 8 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

   თელავის რაიონში, მშვიდობის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 8 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა – ამის „შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილისა და “ფოლკსვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. “ფოლკსვაგენის” ავტომობილში მყოფი ერთი ბავშვი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები