თბილისში ავარიას პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

გუშინ, გვიან, ვარკეთილის ხიდებთან მომხდარ ავარიას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ავარიის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები