ანკარაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების გადაჭარბებული დოზის მიღება გახდა. გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს მოქალაქე რამაზ რამაზაშვილია. რამაზაშვილი ალთინდაღის რაიონში, ექმექჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლში მეპატრონემ იპოვა.ადგილზე მისული საგანგებო ეკიპაჟის ინფორმაციით, რამაზაშვილს გადაჭარბებული დოზით, სავარაუდოდ, “ოქროს დარტყმას’’ სახელით ცნობილი ნარკოტიკული საშულება ჰქონდა მიღებული. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები