გიორგი აბდალაძე: გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე მათ შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა
გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველად მათ შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაძარცვა, ციხეში გამოკეტა, ვინც დღეს გაქცეულია საზღვარგარეთ, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე აცხადებს.
21 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე შვიდი წლის წინანდელი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები -გიორგი აბდალაძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები და ზურაბ ქურციკიძე გაამართლა. საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაჰკითხეს მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი
„ამ დღეს დაპატიმრების დღიდან ველოდებით. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. წინა ხელისუფლებამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ზოგი დააყაჩაღეს, ზოგი უკანონოდ დაიჭირეს, ზოგს ცილი დასწამეს და ა.შ. უამრავი საჩივარია შესული. “ქართული ოცნების” პრობლემაა ის, რომ განაჩენი ჭიანურდება, რადგან თითო მოსამართლეს რამდენიმე ასეული საქმე აქვს გასახილველი. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულზე მოქმედმა ხელისუფლებამ მოგვიხადა ბოდიში.
პირველადი მოთხოვნა იყო, დამკვეთები დასჯილიყვნენ, თორემ დოქსოპულოები იმდენი ჰყავდა წინა ხელისუფლებას, რიგი იდგა შემსრულებლების…
ვაშაძე ცრუობს, არ ვიცნობდი აბდალაძესო. დღეში სამჯერ შევდიოდი მასთან გადაღებაზე. იმასაც ტყუის, თითქოს მე მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში რაღაცა დოკუმენტაცია მოვიპარე. მას რომ კაცობა ჰყოფნიდეს, გამოვიდოდა და იტყოდა, მე ჩავიდინე დანაშაულიო და ბოდიშს მოიხდიდა. ასეთი კაცი აპირებს პრეზიდენტობას?! დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სათანადო განაჩენს გამოუტანს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში ანადგურებდა ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში საკადრის განაჩენს გამოუტანენ “ნაციონალურ” ძალას.
პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ მოსახლეობა ითხოვს პასუხს იმ ფინანსურ თუ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც დღეს არსებობს. იმედი მაქვს, ხელისუფლება ყველაფერს შეაფასებს, ზომებსაც მიიღებს, თორემ საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოზე მნიშვნელოვანია და თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდება, 2020 წელს სხვა შედეგს მივიღებთ.
გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველად მათ შეწყალებას აპირებს, ვინც მე მაწამა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაძარცვა, ციხეში გამოკეტა, ვინც დღეს გაქცეულია საზღვარგარეთ. ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მერაბიშვილს, ახალაიებს, სააკაშვილს… ეს გამოიწვევს დიდ აგრესიას და ქაოსსს. თუ ეს ბანდა ისევ შეიკრიბა, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება“, – აცხადებს გიორგი აბდალაძე.