Multiplex-ი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს

Multiplex-ი საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის ლოგისტიკური ჯგუფი Multiplex Petrolia Logistics Solutions. ჰოლანდიაში დაფუძნებულმა ჰოლდინგმა გააერთიანა საქართველოში მომუშავე რამდენიმე კომპანია და შექმნა ლოგისტიკური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საკონტეინერო ავტოგადაზიდვებს საქართველოს შავი ზღვის პორტებიდან შუა აზიის ქვეყნებში.

Multiplex Petrolia Logistics Solutions საქმიანობა 2013 წელს იწყება. საქართველოში პროექტების განხორციელებით საინვესტიციო ჯგუფის დაინტერესება კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელის, ლევან კაჭარავას ფაქტორით არის განპირობებული.
“ლევან კაჭარავას ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აქვს გადაზიდვების სფეროში მუშოაბის დიდი გამოცდილება. ამასთან ერთად, საქართველოს საკვანძო მდებარეობა აქვს ჩვენს რეგიონში და ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალიც მაღალია. სწორედ ამ იდეის რეალური ხორცშესხმა დავისახეთ მიზნად და ვფიქრობ, რომ შევძელით კიდეც. ამ სფეროში კონკურენტული ალტერნატივების შეთავაზება Multiplex -ის შექმნის წინაპირობა გახდა. ეხლა უკვე სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გავლით საერთაშორისო საკონტეინერო საავტომობილო გადაზიდვების სრული საწარმოო ციკლი ჩვენმა ჯგუფმა აამუშავა. მაგალითად: შუა აზიის ქვეყნების მომარაგება საჭიროა იაფი და ხელმისაწვდომი ცილოვანი საკვებით. კონკრეტულად ამ რეგიონში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს დინამიურად განვითარებადი და მათ შორის დემოგრაფიულად მზარდი ქვეყნებია. ამ რეგიონის მომარაგების ორგანიზება, იაფი სერვისების მიწოდება, პროცესების მაღალტექნოლოგიურობა, გამჭვირვალობა და ეფექტურობა კი Multiplex -ის კონკურენტუნარიანობის საფუძველია“ – ამბობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კონსტანტინე მხეიძე.
ჰოლდინგური კომპანიის შემადგენლობაში არიან: “ამერიქან მონოლითი”(10,000 ტონიანი სამაცივრე კომპლექსი ფოთში), “არკო”(4,500 ტონიანი სამაცივრე კომპლექსი თბილისში), ”ჰაზტინგ ენთერპრიზის” (სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანია) და „არ-ეფ-ჯი” (ტვირთების ლოგისტიკის კომპანია). ფოთის სამაცივრე კომპლექსის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, ხოლო თბილისის სამაცივრე კომპლექსის სრული რეკონსტრუქცია და გადაიარაღება კი 2014-ში. ფოთის კომპლექსი- 100%-ით ტრანზიტულ ტვირთებზე მუშაობს, ხოლო თბილისის – ადგილობრივ ბაზარის მოთხოვნებზეა გათვლილი. ორივე შემთხვევაში ხარისხის კონტროლისა და ტვირთების აღრიცხვის არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
საერთაშორისო საფინანსო კომპანია Multiplex უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს ახორციელებს. მათ შორის საინტერესოა ბათუმის ისტორიულ ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც ექსკლუზიური სასტუმრო უნდა მოეწყოს და თბილისში პრემიუმ კლასის ფიტნესკლუბი World Class-ის პროექტი.

წყარო – გაზეთი “ვერსია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები