„ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს, კანონის უმკაცრესი ზომით უნდა იყოს დასჯილი” – ლევან მაჭავარიანი
“ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს, კანონის უმკაცრესი ზომით უნდა იყოს დასჯილი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს.
„ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის სამშობლოს, კანონის უმკაცრესი ზომით უნდა იყოს დასჯილი. მეორეს მხრივ, ეს ატარებს პრევენციულ ხასიათს, რომ ჩვენი ქვეყნის პოტენციური მოღალატე, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტს დაფიქრდება, სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან იცის, რომ ამის გამო დაეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.