საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. ხოლო, კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
არჩილ ფრანგიშვილი: ავტორიზაციის მიღების დღევანდელი სისტემა არის არასისტემური და სუბიექტური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი მედიასთან განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს უნივერსიტეტებს ხარისხის ამაღლების პროცესებში, იყოს თანამშრომლობითი.
“ჩვენ ვხედავთ ამ მზაობას და მივესალმებით, თუკი მოხდება ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა და ამ ფორმით უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. მზად ვართ, მივიღოთ გამოწვევები იმისთვის, რომ უფრო მომზადებულები შევხვდეთ ავტორიზაციის პროცესს”, – აღნიშნა ფრანგიშვილმა.
ამასთან, არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებულ სისტემაში ბევრი პრობლემა და არეულობაა, რაც ხარისხის ამაღლებას არ ემსახუ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები