ხელთუბანთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სადაც 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ და თანასოფლელებმა გორი-ბერბუკის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, ხმაურია. აქციის მონაწილეების ქმედებას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
თორნიკე მერებაშვილის ოჯახი საქმის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. აქციის მონაწილეები ითხოვენ, დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდის გარდაცვალება.