პროფესორი: ფრთხილად, შეწებებული ხორცი არ შემოგასაღონ!
„ფრთხილად, შეწებებული ხორცი არ შემოგასაღონ!“ – აცხადებს პროფესორი ზაზა ქუმსიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ხორცი შეიძლება, სხვადასხვა მომწოდებლისგან წარმოებული ნაკუწებისგან იყოს შეწებებული და, თუ დაავადება გავრცელდება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება დადგენა, ამდენ ნაკუწში ვისგან წამოღებული ნაჭრები იყო პათოგენური მიკრობებით გაჯერებული.
ხორცის შეწებება ყასბებისა და ხორცის ტექნოლოგიებისთვის ყოველდღიური პროცესია, რომელიც საქართველოს კანონდებლობით აკრძალული არ არის. საქმე იმაშია, რომ ხორცის დიდი მასების დამუშავების დროს ყოველთვის რჩება პატარა ნაკუწები, რომელთა გაყიდვა, პრაქტიკულად შეუძლებელი. ამ ნაკუწების საერთო წონა იმდენად დიდია, რომ ყასბები გადაყრის ან ცხოველთა საკვებად გამოყენების ნააცვლად, ამ ნარჩენებს ვარგისიანობის ელფერს აძლევენ და დახლზე ან მაცივარში ალაგებენ. შედეგად, პროდუქტი არანაკლებ წარმატებით იყიდება, ვიდრე ნატურალური პროდუქტი.
შეწებება კი შემდეგნაირად ხდება – ხორცის ნაკუწებს ტრანსგლუტამინაზას უსმევენ ან შეაფრქვევენ. შემდეგ ამ მასას პოლიეთილენში მჭიდროდ ფუთავენ და მაცივარში 5 გრადუს ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში ინახავენ. ამ დროს ხორცი ერთმანეთს ეწებება, შესახედავად ლამაზი ხდება და მეორე დღეს ამ აპლიკაციას, მხოლოდ გამორჩეული თვალი თუ შეამჩნევს“ – აცხადებს პროფესორი.
ამავე ინტერვიუში პროფესორი მოსახლეობას ურჩევს, რომ ხორცი მარკეტში შეიძინონ, სადაც მკაცრად კონტროლდება პროდუქტის ხარისხი.
„ გირჩევთ, ხორცპროდუქტები ისეთ სავაჭრო ობიექტებში შეიძინოთ, სადაც ხორცის დამუშავება მომხმარებლის თვალწინ ხდება“ – აცხადებს პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი.