“იქნებ ვიღაცას მარიხუანა სულაც არ მოსწონს და კოკაინი ურჩევნია, მისი მოხმარებაც ლეგალური გავხადოთ?”
“ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვართ, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება ერის ღალატის ტოლფასია”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
სასულიერო პირი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიღებული გადაწყვეტილების გამო, მწვავედ აკრიტიკებს.
„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი საზოგადოება, რომ ასეთი განსაცდელისთვის გაიმეტო? საქართველო ასეთი მძიმე გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო, როგორც მენტალურად, ისე ეკონომიკურად. ამასთან, თუ მარიხუანას მოწევა ლეგალურია, იქნებ ვიღაცას მარიხუანა სულაც არ მოსწონს და კოკაინი ურჩევნია, მისი მოხმარებაც ლეგალური გავხადოთ? ეს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება იყო, რომელზე პასუხისმგებლობაც კონკრეტულმა პირებმა უნდა აიღონ“, -აცხადებს მამა შალვა კეკელია.