საბერძნეთსა და საფრანგეთში ქართველი “კანონიერი ქურდები” და კრიმინალები დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – „Caucase Normandie“. დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“: საბერძნეთის ქალაქ სალონიკში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში – ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში – ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.
ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.
საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი – საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.
საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“: 1988 წელს დაბადებული ელგუჯა შუკაკიძე, 1982 წელს დაბადებული დავით ხოდელი, 1979 წელს დაბადებული პაატა ახალაძე, რომელსაც ე.წ. „ქურდული საერთო“ ებარა. ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები – 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.
საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.
ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.
საბერძნეთის ტერიტორიაზე კი, დაკავებულია სულ, საქართველოს 23 მოქალაქე. ერთი დაკავებული პირის ვინაობა ამ დროისათვის დგინდება.
დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული რუბენ მხითარიანი, 1984 წელს დაბადებული გიორგი წიკლაური, 1967 წელს დაბადებული გურგენ იეგიზარიანი, 1976 წელს დაბადებული დავით ნათობიძე, 1991 წელს დაბადებული გიორგი ჟლანტიაშვილი, 1984 წელს დაბადებული ლადო დოლიძე, 1981 წელს დაბადებული თორნიკე პაპავა, 1988 წელს დაბადებული გიორგი კერესელიძე, 1974 წელს დაბადებული ზაზა გელაშვილი, 1985 წელს დაბადებული ბიძინა ფარეშიშვილი, 1988 წელს დაბადებული ლევან წულაია, 1982 წელს დაბადებული ვახტანგ ანდრიაძე, 1989 წელს დაბადებული მიხეილ ბეჟუაშვილი, 1989 წელს დაბადებული გიორგი ფოლადიშვილი, 1984 წელს დაბადებული გიორგი დამოცევი, 1980 წელს დაბადებული ირაკლი გაბელაია, 1988 წელს დაბადებული ოთარ ბეჟუაშვილი, 1969 წელს დაბადებული თეიმურაზ სეთური, 1976 წელს დაბადებული გივი იმნაიშვილი და 1971 წელს დაბადებული ვეფხვია პირმისაშვილი.
გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთმტკიცებები. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
გამოძიება მიმდინარეობს საბერძნეთის და საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლებით.
აღნიშნული ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელმა ერთობლივად ჩაატარა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან. ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.