ოზურგეთში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, სოფელთან დამაკავშირებელ ხიდზე, ავარია მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე და შვილი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ მოხდა.