მტკვრის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის სანაპიროზე 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აქვს, უწყება მის მკვლელობის ვერსიაზე მუშობს.
შსს-ს ცნობით, მას ოჯახი ეძებდა, რადგან კვირაზე მეტხანს არ გამოჩენილა.
გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.