თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნულის მიზეზი ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა. დროსაც სამი – ერთი სატვირთო, მსუბუქი და დისტრიბუციის მანქან ერთმანეთს შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში შემოყვანილი სამი ადამიანიდან ორს გარეგნული დაზიანებები აქვს, ერთი კი გამოკვლევები უტარდება.