ავტოავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან, ავტოავარია მოხდა – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინოფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საცობი წარმოიქმნა.