დიდ დიღომში სამედიცინო ინვენტარის საწყობში ხანძარი გაჩნდა

 დიდ დიღომში სამედიცინო ინვენტარის საწყობში ხანძარი გაჩნდა. როგორც “კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 50 კვადრატულ მეტრამდე ფართზე იყო გავრცელებული. მათივე განმარტებით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია
“ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, ჩვენი ინფორმაციით ხანძარმა უმნიშვნელო ზარალი გამოიწვია“, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები